როგორ გამოიყურება ნეაპოლის მაღალსიჩქარიანი მატარებლის სადგური, რომელსაც S-ის ფორმა აქვს (+ფოტო)

იტალიაში, ნეაპოლის მაღალსიჩქარიანი მატარებლის რელსების თავს ხიდია აშენებული, რომელიც ამ სადგურის არქიტექტურული სქემის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს სქემა ქმნის კარგად ორგანიზებულ სატრანსპორტო სისტემას.

ახალი მაღალსიჩქარიანი მატარებლის სადგურის კონცეფცია და არქიტექტურა დიზაინერ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის. შენობის არქიტექტურა და მისი ინტერიერი მოგზაურების მოძრაობის ტრაექტორიაზე მაქსიმალურად არის მორგებული.

„ეს არის სადგური, რომელიც აერთიანებს ბიზნეს-პარკს და ამ მხრივ, გარშემო ქალაქებს აერთიანებს. ჩვენ მიერ შემუშავებული ხიდის კონცეფცია სარკინიგზო ხაზის გაფართოებას ემსხურება, ის არის ურბანიზებული საჯარო სივრცე, რომელიც დინამიური არქიტექტურით ხასიათდება და მოძრაობაზეა აქცენტირებული“, - აღნიშნა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა.

ნაპოლის სადგური მგზავრებს 2017 წლიდან იღებს და ტურისტებს თავისი არაორდინალური დიზაინით იზიდავს.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა