შვეიცარია და ბრიტანეთი ოჯახებისათვის ყველაზე „ცუდი ქვეყნების“ სიაში ლიდერობენ - UNICEF-ის კვლევა

შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო ევროპაში ოჯახებისათვის ყველაზე „ცუდი ქვეყნების“ სიაში ლიდერობენ. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ამის შესახებ კვლევას გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მათ კვლევის ჩატარებისას დეტალურად შეისწავლეს თითოეული სახელმწიფოს მიერ იმ მშობლებისათვის შეთავაზებული პირობები, რომლებსაც 0-დან 6 წლამდე ასაკის შვილები ჰყავთ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებს მათი გაზრდის პროცესში ყველაზე მეტად ხელს შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში უწყობენ. რაც შეეხება ოჯახების მიმართ ყველზე "ნაკლებად მეგობრულ" ქვეყნებს შორის ხუთეულში შვეიცარია, საბერძნეთი, კვიპროსი, გაერთიანებული სამეფო და ირლანდიის რესპუბლიკა შედიან.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ესტონეთი დედებს ბავშვის გაჩენის მომენტიდან 85-კვირიან დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს, რა დროსაც ისინი ზუსტად იმ ოდენობის ანაზღაურებას იღებენ, რამდენსაც სამსახურში ყოფნის დროს. ესტონეთის შემდგომ დედებს ხელფასის სრულ ანაზღაურებას სთავაზობს უნგრეთი 72, ხოლო ბულგარეთი 65 კვირის განმავლობაში. ყველაზე მოკლევადიანი ანაზაურებადი შვებულება კი ირლანდიაშია, დედებს შვებულებით სარგებლობის უფლება მხოლოდ 9 კვირის განმავლობაში აქვთ.

ევროპის ფარგლებს გარეთ აშშ წარმოადგეს ერთადერთ ქვეყანას, რომელიც ეროვნულ დონეზე მშობლებს დეკრეტული შვებულებას საერთოდ არ სთავაზობს.

რაც შეეხება მამების დეკრეტულ შვებულებას, ის ყველაზე მაღალი იაპონიაშია და 30 კვირას შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით ყოველი 20 იაპონელი მამიდან მხოლოდ ერთი სარგებლობს დეკრეტული შვებულებით, რაც ტრადიციული კულტურის გავლენისა და ბავშვის აღზრდაში მამის ნაკლებად ჩართულობის შესახებ გავრცელებული აზრის შედეგია.

ბოლოს კი, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს უფრო მეტად შეუწყონ ხელი მშობლებს ბავშვის აღზრდის პროცესში.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა