ინდოეთი 217 მილიონის დამატებით შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტში ამერიკიდან იმპორტირებული 28 დასახელების პროდუქციაზე დაწესებული საბაჟო ტარიფების შედეგად. როგორც ინდური ტელეკომპანია NDTV იუწყება, ტარიფები, რომელიც ძალაში კვირას შევიდა, არის პასუხი ამერიკის მხრიდან ინდოეთიდან იმპორტირებულ რკინაზე დაწესებული ტარიფებზე.
მანამდე ინდოეთის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ ტარიფების ზრდა მუხუდოზე 60%-მდე, ხოლო ოსპზე 30%-ით მოხდებოდა. გარდა ამისა, დაგეგმილია საბაჟო ტარიფის გაზრდა ნუშის რამდენიმე სახეობაზე, კაკალზე, მსხალზე, ვაშლზე და მეტალის რამდენიმე მზა პროდუქტზე.
ინდოეთი კი ჯერ კიდევ 2018 წელს რამდენიმე ამერიკული დასახელების პროდუქტზე გეგმავდა ტარიფის გაზრდას, თუმცა დელიმ აღნიშნული რამდენჯერმე გადადო. ხელისუფლება ამას მოლაპარაკებების მიმდინარეობით ხსნიდა.