ბრაზილიამ რამდენიმე ქვეყანას უვიზო რეჟიმი დაუწესა. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის მოქალაქეები ლათინური ამერიკის ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტის მეშვეობით იმოგზაურებენ.
უვიზო რეჟიმის ფარგლებში ისინი ბრაზილიაში 90 დღის გატარებას შეძლებენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვადის გახანგრძლივების უფლება 180 დღემდე ექნებათ. 4 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გეგმის შესახებ ბრაზილიის ხელისუფლებამ განცხადება ჯერ კიდევ მარტში, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს თეთრ სახლში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.