თბილისში, ფილარმონიასთან სასტუმრო „მუზას“ მშენებელობა დაიწყო. როგორც ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის 23-ნომრიანი ბუტიკ-სასტუმრო და იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდი პროექტი არ რის, მისი მშენებლობა, დაახლოებით, 5-6 თვეში დასრულდება.
ცნობისითვის, 4-ვარსკვლაავიანი სასტუმრო, ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე შენდება.
„სამშენებლო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ 1 თვეა დაიწყო. ეს ყველაფერი ხილულად არ ჩანს, რადგან ჯერ მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 23-ნომრიანი ბუტიკ-სასტუმრო. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასტუმრო შეემატება თბილისს“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღრებულებას, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, წინასწარი გათვლებით, სამშენებლო სამუშაოები 5 მლნ დოლარი დაჯდება.
„საინვესტიციო ნაწილში, აქამდე რაც განხორციელდა, ანუ მისი შესყიდვა, დეველოპინგი, ეს ცალკე თანხაა და ამის იქით, სამშენებელო სამუშაოები კიდევ 5 მლნ დოლარი დაჯდება“,-აცხადებს ლაშა პაპაშვილი.