სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას განაგრძობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არც ერთში არ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს. მაის-ივნისის მონაცემებით, საქართველოს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება.