პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვოს.
როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.
„ჯერ კიდევ ფინანსთან მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია - ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.