“ოქროს სიის“ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები წამოჭრილი ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სიახლის დანერგვა აუცილებლად მოხდება, თუმცა ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად.
„ოქროს სიის“ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები წამოჭრილი ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო, მათ შორის სავაჭრო სავალუტო ფონდის მხრიდან. ჩვენ არაერთხელ გვქონია ამ საკითხის განხილვა და წარმოჩენა, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო და მე მგონი კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ მთავარია გაკეთდეს ისე, რომ ბიზნესისთვის იყოს ნაკლებ მტკივნეული. შესაბამისად, ამოცანა დღეს სწორედ ასე დგას - ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებლად მიღებული, მაგრამ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მოხდება დანერგვა, ისევე როგორც სხვა დაგაწყვეტილებების, რომელთა შედეგადაც მიმდინარეობს კომუნიკაცია ბიზნესსაზოგადოებასთან. მათი დანერგვა მოხდება ისე, რომ ბიზნესზე ეს არ აისახოს უარყოფითად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.