მსოფლიო ბაზარზე ინტუიციური კლავიატურა - Click&Touch აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება. პროდუქტი ბელორუსში სტარტაპ პროგრამის - Clevetura-ს ფარგლებში შეიქმნა და ერთ მოწყობილობაში გაერთიანებულია კლავიატურის, სენსორისა და მაუსის ფუნქცია.
გამომგონებლების მხრიდან არა მხოლოდ ღილაკებისა და სენსორების შერწყმა მოხდა, არამედ Click&Touch-ში ფუქციონირებს ავტომატური გადართვის რეჟიმი, რომელიც კლავიატურიდან და კურსორის მოქმედებზე გადასვლას თავად უზრუნველყოფს.
კერძოდ, ინტუიციური კლავიატურა რეაგირებს ჟესტებზეც და ამასთან, ხელების პოზიციის შეუცვლელად შეგიძლიათთ აკრიფოთ ტექტი ან გადაახვიოთ ვიდეო.
როგორც გამომგონებლები აღნიშნავენ, Click&Touch-ი ფუნდამენტურად განსხვადება სხვა მოწყობილობების მუშობისგან. ისეთების, როგორიცაა ლეპტოპი ან უკაბელო, გარე შეხების კლავიატურები.
Click&Touch ყველა ბრძანებას დაუყოვნებლივ ასრულებს რაც ყველაზე მთავარია, სისტემა თავად განსაზღვრავს ქმედების ბუნებას. კერძოდ, ეს არის მოწყობილობა, რომელიც ინტუიციურად ხვდება ყოველ შემდგომ მოქმედებას, სამუშაოს სპეციფიკიდან და მომხმარებლის გამოცდილებიდან გამომდინარე.
„ეს არის სისტემა სადაც ფაქტობრივად, არ უნდა იფიქროთ - ყველაფერი ინტუიციურად ხდება“,- განმარტავს Clevetura-ს წარმომადგენელი.
კლავიატურის ეკრანთან დაკავშირება 5 სისტემითაა შესაძლებელი, კერძოდ, Bluetooth-ის სამი არხით, USB-ით და Type-C-ს კაბელით.
კომპანია აღნიშნულ მოწყობილობაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამჟამად მის დაპატენტება მიმდინარეობს.
რაც შეეხება მის რეალიზაციას, კომპანიის ცნობით, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში მოხდება. მისი პირველი მყიდველები კი, ბელორუსი, რუსეთი, ლიეტუვა, უკრაინა, ყირგიზეთი, ესტონეთ და ლატვია იქნებიან. ხოლო სამომავლოდ, გაყიდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.
როგორც ცნობილია, პირველი ინტუიციური კლავიატიურა ბრენდის - Prestigio ქვეშ გაიყიდება.