2019 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 280,7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 14,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მაისში ტურიზმიდან შემოსავალმა 245,7 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 5-თვიან პერიოდს, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.136 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მაისში საქართველოს 682,4 მლნ უცხოელი ვიზიტორი ეწვია, საიდანაც 424,5 მლნ იყო ტურისტი. შედარებისთვის, 2018 წლის მაისში ვიზიტორი იყო - 592,9 მლნ, საიდანაც ტურისტების რაოდენობა 359,7 მლნ-ს შეადგენდა.