კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დადგენილების გასაჩივრების ათდღიანი ვადის ათვლა მხარისათვის მისი ჩაბარებიდან დაიწყება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ათდღიანი ვადის ათვლის მომენტი დადგენილების გამოტანის ნაცვლად, მხარისათვის ამ დადგენილების ჩაბარებას დაუკავშირდება.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა წარუდგინეს.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება შესაბამისი პირისთვის დადგენილების ჩაბარება, ის საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.