დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.