მაისში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი გერმანიაში ახალ ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა გახდა.
გაყიდვებმა ევროპაში 0,04%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,44 მილიონი შეადგინა.
ბრენდებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა დაუფიქსირდათ Lexus-ს +26%, BMW-ს და Seat-ს +15%, , Citroen, +14% და Toyota-ს +11%.
რაც შეეხება გაყიდვების კლების მქონე ბრენდებს, ყველაზე მეტად იზარალა Alfa Romeo-მ -49%, , Nissan -18%, Jeep -13% Renault -10% და VW მინუს 8.6%.
რაც შეეხება ქვეყნებს, ზრდა დაფიქსირდა 9,1%-ით გერმანიაში, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე 7,500-ევროიანი სუბსიდიით იყო განპირობებული.
4,6%-იანი კლება იყო დიდ ბრიტანეთში, 7%-იანი ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში კი 1,2%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მაისში გაყიდვების უმნიშვნელო ზრდა პირველი ზრდაა ევროკავშირის ბაზარზე ბოლო 9 თვის განმავლობაში. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კი ევროპაში 6,94 მილიონი ახალი ავტომობილია გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 2%-ით ნაკლებია.