"სამინისტროების გაერთიანებამ, რაც გასული წლის ზაფხულში განხორციელდა, 150-მდე საშტატო ერთეულის შემცირება გამოიწვია"

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სამინისტროების გაერთიანებამ, რაც გასული წლის ზაფხულში განხორციელდა, 150-მდე საშტატო ერთეულის შემცირება გამოიწვია.

“ოპტიმიზაცია ძირითადად სამინისტროების აპარატების ხარჯზე მოხდა და არა ფუნქციების შეკვეცის ხარჯზე. დაახლოებით 150 საშტატო ერთეულამდე შემცირდა. რაც შეეხება თანხების ეკონომიას, ჯამში, წლიური ეკონომია, რაც ბოლო შეერთებით მივიღეთ, დაახლოებით 3 მილიონი ლარია. ეკონომია, რაც ბოლო შეერთებამ მოგცა, დაახლოებით 150 საშტატო ერთეული და 3 მილიონი ლარია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.