კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,81 ლარს გადააჭარბა. 16:15 საათისთვის კი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2,7739 ლარად ივაჭრება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში.
ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.806 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.742 ლარად შეეძლებათ.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8100 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7400 ლარადაა შესაძლებელი.
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.805 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.74 ლარად შეძლებენ.
2.8030 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2.8060 - „ტერაბანკში“ და ა.შ.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარია.