იაპონიაში, აუქციონზე შავი საზამთრო გამოიტანეს, რომელიც 7,2 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას East fruit, Kyod-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შავი საზამთრო 11 კგ-ს იწონის და მისი მყიდველი ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი გახდა.
როგორც გამოცემა წერს, საზამთროს იდეალურად ოვალური ფორმა აქვს და მისი კანი იმდენად მუქია, რომ ზოლები თითქმის შეუმჩნეველია. ამასთან, პროდუქტის შიგთავსი მუქი წითელი შეფერილობისაა და მინიმალური რაოდენობის თესლი აქვს.
მათივე ცნობით, შავი საზამთრო ტიბას პრეფექტურასა და კიუსუს კუნძულზე მოჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ იპონიაში მსგავსი განსხვავებული, ელიტური და უცნაური ჯიშის ხილისა და ბოსტნეულის აუქციონები საკმაოდ ხშირად იმართება.