ნათია თურნავა გიორგი ქობულიას განცხადებაზე - პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან არ მიმაჩნია სწორად

პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან არ მიმაჩნია სწორად, - ასე პასუხობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას, მმართველი გუნდის შესაძლო პრობლემებსა და ანაკლიის პორტთან მის დაკავშირებაზე. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტიი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, რაც პროექტს ვნებს.

“ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამბობს, რომ პრობლემები აქვს მმართველ გუნდს. პრობლემები და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ ამის დაკავშირება ანაკლიის პორტთან და ასეთ კონტექსტში ხსენება, ზოგადად, არ მიმაჩნია სწორად. რა გასაკვირია, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პროექტი გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ვნებს პროექტს. ჩვენ რომ ცივი გონებით და ემოციის გარეშე შევხედოთ დავინახავთ რომ საბოლოო ჯამში, არის ის რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, საქართველოს მთავრობა ძალიან მყარად უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ რაც უფრო პოლიტიზირებული ხდება ეს (ანაკლიის პორტის) საკითხი, დაფინანსების მით უფრო დიდი შანსი აქვს ანაკლიის პორტს, რადგან მმართველ ძალას ისედაც აქვს პრობლემები 2020 წლის არჩევნებზე.