ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები აშშ-სა და ევროპაში?

ვიმედოვნებთ, რომ სია, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, გულს არ დაგწყვეტთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩამონათვალში თქვენს პროფესიას აღმოაჩენთ და ნახავთ, რამდენად განსხვავდება თქვენი შემოსავალი თქვენი ამერიკელი კოლეგების შემოსავლისგან.

სამრეწველო და ორგანიზაციული ფსიქოლოგი

წლიური საშუალო ხელფასი: 124.160$

დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 8 წელი

მიუხედავად იმისა, რომ მათ პროფესიაში ფიგურირებს სიტყვა "ფსიქოლოგი", ორგანიზაციული და სამრეწველო ფსიქოლოგები არ არიან ადამიანები, რომლებთანაც მიხვალთ და თქვენს პირად პრობლემებს განიხილავენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ კომპანიების ეკონომიკას და ამავდროულად, როგორც წესი, მჭიდროდ თანამშრომლობენ კომპანიის ადამიანური რესურსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის განყოფილებებთან. ის ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი კადრია დიდი კომპანიებისთვის.

კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი

წლიური საშუალო ხელფასი: 125.660$

დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი

რამდენად მნიშვნელოვანი კადრია კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერი თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში, თქვენ თავადაც კარგად იცით. რას აკეთებთ მაშინ, როდესაც თქვენი კომპიუტერი "ქრეშავს" ან თქვენი სამსახურის რომელი დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების იმედად ხართ, როდესაც მნიშვნელოვან ფაილს კარგავთ? თუმცა, IT მენეჯერები მხოლოდ ამისთვის არ არიან. ისინი მონაწილეობენ კომპანიის IT სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამ პროფესიის მთავარი სიკეთე კი ის არის, რომ მათ საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ნებისმიერ დაწესებულებაში, რადგან ისინი ყველას სჭირდება. ყველაზე მეტად კი მათ უმართლებს, ვინც ისეთ ინდუსტრიებში ხვდებიან, როგორიცაა კინო ან ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაც კარგ სპეციალისტებს, საშუალოდ 162.520$ აქვთ ხელფასი.

მარკეტინგის მენეჯერები

წლიური საშუალო ხელფასი: 126.190$

დრო პროფესიის დაუფლებისთვის: 4 წელი

კიდევ ერთი ძალიან საჭირო კადრი ამ ჩამონათვალში მარკეტინგის მენეჯერები არიან. მარკეტინგის მენეჯერებს პროფესიული რეალიზებისთვის ფართო სპექტრი და არჩევანი აქვთ. ისინი ერთ-ერთი მსხვილი რგოლის წარმომადგენლები არიან კომპანიების ფინანსური ინვესტირების სექტორში და წარმატებული საქმიანობისთვის, მათი საშუალო შემოსავალი 126,190$.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერი

წლიური საშუალო ხელფასი: 128.230$

სასწავლო დრო: 4 წელი +

როგორც ალბათ თავადაც მიხვდით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერები ზედამხედველობენ ისეთ მეცნიერებებს, როგორიცაა ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის საოფისე თუ ლაბორატორიულ მუშაობას. თუ ისინი მოიპოვებენ პოზიციას სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე, მათი შემოსავლის ქვედა ზღვარია 128.230$, თუმცა ბევრად აღემატება აღნიშნულ თანხას მათი შემოსავალი, ვინც კოსმოსურ ინდუსტრიაშია ჩართული.

ჩამონათვალი ასე გრძელდება:

არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯერები

წლიური საშუალო ხელფასი: 129.350$

სასწავლო დრო: 4 წელი და მეტი...

იურისტები

წლიური საშუალო ხელფასი: 130.490$

სასწავლო დრო: 7 წელი

ნავთობისა და გაზის გადამუშავების სპეციალისტი

წლიური საშუალო ხელფასი: $ 138.980

სასწავლო დრო: 4 წელი და მეტი

რა გასაკვირია, რომ ამ ჩამონათვალში შავი ოქროს სპეციალისტები მოხვდნენ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენლების სიაში შემდეგია ნავთობისა და გაზის გადამუშავების სპეციალისტი

სტომატოლოგები და ორთოდონტები

წლიური საშუალო ხელფასია 204.670$

სასწავლო დრო: 8 წლის განმავლობაში

ჩამონათვალში პირველ ადგილზე არიან ისინი, ვინც ზუსტად იცის, რომ "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების"... ისინი, ვინც პროფესიას ძალიან, ძალიან დიდ ხანს ეუფლებიან და ეს უფასდებათ კიდეც, ყოველ შემთხვევაში ასეა აშშ-ში. მოკლედ, საუბარია ექიმებსა და ქირურგებზე. პროფესიის დაუფლებას მინიმუმ 11 წელი სჭირდება და აი შედეგიც - ყოველწლიური საშუალო ხელფასი 234.950 $. სასწავლო დრო: 11 წელი და მეტი...