სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 745.2 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდაპროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 2.4 პროცენტით.
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განათლება (15.7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (13.1 პროცენტი), ტრანსპორტი (12.8 პროცენტი), კავშირგაბმულობა (12.3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (11.4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (11.1 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6.7პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (4.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4.3 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (3.7 პროცენტი). კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-9.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-3.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში, თევზჭერა, მეთევზეობაში (-0.3 პროცენტი).
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.8 პროცენტი) და მრეწველობა (16.6 პროცენტი) შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.1 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.1 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (7.1პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (6.4 პროცენტი).