რუსეთის ბაზარს დასავლეთის ქვეყნების ნაცვლად ეგვიპტე დაიკავებს

რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ეგვიპტიდან საქონლის შეტანა გაამარტივა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განკარგულება "როსსელხოზნადზორსა" და რუსეთის სხვა უწყებებს გადაეგზავნება.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფათახ ას-სისის შეხვდა.

"ეგვიპტესთან ამ ქვეყნის პროდუქციის ჩვენ ბაზარზე გამარტივებული წესით შემოტანაზე შევთანხმდით", – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იმპორტის 90%-ს ეგვიპტე ახორციელებს. "ეგვიპტემ 30%-ით უკვე გაზარდა ამ პროდუქციის ჩვენ ბაზარზე შემოტანა და მზადაა, ეს მოცულობა კიდევ გაზარდოს", – დასძინა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რუსი ექსპერტები ეგვიპტეში გაემგზავრებიან, რათა ეგვიპტური პროდუქციის ხარისხში ადგილზე დარწმუნდნენ.

რუსეთმა 7 აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან რუსეთში ხორცის, რძის პროდუქციისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა.