საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსული მხარის და ახალი ქართული ორგანიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბა უფრო და უფრო და­ძა­ბუ­ლი ხდე­ბა. არ ჩერ­დე­ბა რუ­სე­თის მხა­რე, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­აა და მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ზე მმარ­თვე­ლო­ბა მო­ი­პო­ვოს. ამის­თვის უკა­ნო­ნო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­საც არ ერი­დე­ბა.

რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით შექ­მნილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბამ­ფლო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ (GERA), რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით მო­სარ­გებ­ლე­ებს უკა­ნო­ნოდ სთხოვს ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას, სულ ახ­ლა­ხანს გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია MOST-ის ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა Warner Music-თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას ამ­ხელს.

„ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რუ­სუ­ლი სქე­მის და მისი სა­გან­გა­შო დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ. კომ­პა­ნია MOST-მა (ს/კ: 402121477 რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღი: 20.03.2019 დი­რექ­ტო­რი და 49% წი­ლის მფლო­ბე­ლი და­ვით ხუ­ჯა­ძე, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად არის GERA-ს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც, რაც ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტია) რე­გის­ტრა­ცი­ი­დან 10 დღე­ში, 2019 წლის პირ­ველ აპ­რილს გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არა Warner Music-ის სა­თა­ვო ოფის­თან, არა­მედ მის რუ­სე­თის და­ნა­ყოფ­თან (დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ბლი­ნო­ვი) რუ­სე­თის და­ნა­ყოფს კი, სა­კუ­თა­რი და­ფარ­ვის ტე­რი­ტო­რი­ად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად, მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი!!!,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

#არა­ინ­ტე­ლექ­ტი­სო­კუ­პა­ცი­ას

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე.