ევროსასამართლომ Adidas-ს სამზოლიან სავაჭრო ნიშანზე ექსკლუზივი ჩამოართვა

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Adidas-ს სამზოლიან სავაჭრო ნიშანზე ექსკლუზივი ჩამოერთვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომლის აქციები ბაზარზე 1,3%-ით დაეცა, აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ სიმბოლოს გამოყენებას ეხება.

Reuters-ის განცხადებით, სამზოლიანი სავაჭრო ნიშნის გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სასამართლომ ფეხსაცმლის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის სასარგებლოდ მიიღო, რომელსაც პარალელურზოლებიან სამარკო ნიშანთან დაკავშირებით Adidas-თან დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

გასულ წელს, იმავე ევროკავშირის სასამართლომ ბელგიურ ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას ორზოლიანი სავაჭრო ნიშნით ოპერირების უფლება არ მისცა, რადგან მიიჩნია, რომ Adidas-ს სავაჭრო ნიშანს ძალიან ჰგავდა.

Adidas-ს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. როგორც სასამართლოში განაცხადეს, Adidas-მა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, თავისი სამზოლიანი სამარკო ნიშნის გამოყენება ევროკავშირის 5 ქვეყანაში შეუძლია, თუმცა არა მთელ ბლოკში, რომელიც 28 ქვეყანას აერთიანებს.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა