საგამოძიებო სამსახურმა ერთ თვეში პასუხისგებაში 23 მეწარმე მისცა

ერთი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის 6 ფაქტი გამოავლინა, პასუხისგებაში კი 23 მეწარმე მიეცა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, 23-დან 17 პირი პატიმრობაში იმყოფება, 6-ს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ყალბად შექმნილი აქტივების ოდენობა 85 მილიონ ლარს შეადგენს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ათეულობით მილიონობით ლარის ზარალი ნახა.