2019 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 360.9 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (11.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4 პროცენტი შეადგინა.
„სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 1 246.7 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9 პროცენტით განისაზღვრა,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 14.2%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1 466.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა და 3 492.8 მლნ აშშ დოლარი იყო.