Tbilisi Open Air”-ზე დამსწრეთათვის „დელისიდან“ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

“Tbilisi Open Air”-ზე დამსწრეთათვის „დელისიდან“ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუსიკალურ ფესტივალზე “Tbilisi Open Air“ დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.

„ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.