არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა, - ასე შეაფასა ლარის მორიგი გაუფასურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„ლარის კურსზე საუბარს დავიწყებ იმ განცხადებით, რაც გაავრცელა სავალუტო ფონდმა. სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს, აქედან გამომდინარე, არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა", - განაცხადა ნათია თურნავამ.