2019 წლის მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 63,984 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 212 ათასი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.285 მლნ ლარით ნაკლებია.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 68,269 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის აპრილში - 64,196 მლნ იყო.
ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ბანკების შემოსავლებმა 359,832 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 288,359 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,947 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 22,723 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 28,510 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ბანკებმა 7,087 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.