სალომე ზურაბიშვილი ბელორუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელორუსში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტი ბელორუსში ვიზიტს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს და ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილი ბელორუსში 20 ივნისს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ადგილზე ეგულშემატკივრა.