ოქროს ფასი 6-წლიან მაქსიმუმზეა

აზიის ბირჟებზე ოქროს ფასი გაიზარდა და უნციაზე 1 411 დოლარი შეადგინა. ეს არის 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მაშინ ერთი უნცია 1 400 დოლარი ღირდა.

ნიუ-იორკის ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსები 1 409 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდგომ მცირედით, 1 395,9 დოლარამდე შემცირდა.

უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასის ზრდა ერთის მხრივ გამოიწვია ირან-ამერიკას შორის ურთიერთობის დაძაბვამ, როგორც ცნობილია, ირანმა ჩრდილოეთ პროვინცია ჰორმოზგანში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ასევე ზრდის მიზეზი გახდა აშშ-ს სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ამ ორი ფაქტორის გამო, ინვესტორებმა ოქროში ფულის დაბანდება დაიწყეს, რასაც მისი გაძვირება მოჰყვა.