საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად რუსეთია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 14.9% იყო.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტმა 218 657.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27.9%-ით მეტია. კერძოდ, რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის იანვარ-მაისში 171 005.9 ათასი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 14.2%-ით გაიზარდა ექსპორტი და 1 466.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა და 3 492.8 მლნ აშშ დოლარი იყო.