საქართველოს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მის სახელზე გაფორმებული უძრავ-მოძრავი ქონება არ აქვს.
როგორც 2019 წლის, 19 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, 2 აგარაკი და 2 მიწის ნაკვეთი, ვახტანგ გომელარის მეუღლის საკუთრებაშია. ამათგან, სოფელ ტაბახმელაში მდებარე (2014 და 2017 წლებში ნაყიდი და გაერთიანებული 1143+858 კვ.მ ფართობის) მიწის ნაკვეთი 123 717 ლარად აქვს შეძენილი. ამავე ტერიტორიაზე მდებარე 650,6 კვ.მ ფართობის აგარაკის მშენებლობის თანხები კი მითითებული არ არის.
რაც შეეხება, თიანეთის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთსა და აგარაკს, ჩუქების ფორმითაა გაფორმებული.
სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, არც ვახტანგ გომელაურის და არც მისი ოჯახის წევრების სახელზე არ ფიქსირდება.
დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღებული აქვს 100569,6 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, სუს-ის უფროსი „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე ფლობდა - 12207,16 ლარს, მიმდინარე ანგარიშზე 7101,12 დოლარს; ასევე მიმდინარე ანგარიშზე - 84,19 დოლარსა და 3000 ევროს. დანაზოგის სახით კი - 32500 ლარს.