საქართველოში საბანკო ბარათების რაოდენობა 14,1%-ით შემცირდა

საქართველოში 2019 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა ჯამში, 14,1 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7 398 914 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 8 613 730 ერთეული.

სებ-ის მონაცემებითვე, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის მაისში მიმოქცევაში სულ 673 808 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდნეობა 962 060 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 12,1%-ანი კლება დაფიქსირდა. თუ 2018 წლის მაისში 7 651 670 სადებეტო ბარათი იყო მომოქცებაში, მიმდინარე წლის მაისში 6 725 106 ერთეული შეადგინა.

ნინი ქეთელაური