რა თანხა დახარჯეს 2019 წელს უცხოელებმა საქართველოში

2019 წელის იანვარ-მაისში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 842, 6 მლნ ლარის ოპერაცია განხორციელდა. რაც 192 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელის იანვარ-მაისში უცხოელების მიერ საქართველოში საბანკო ბარათებით დახარჯული თანხის მოცულობამ 650,6 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 189,5 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 653,1 მლნ ლარის.

რაც შეეხება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს, არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 155,9 მლნ ლარის განაღდება მოხდა, ხოლო პოსტ-ტერმინალებით - 494, 6 მლნ ლარის.

ნინი ქეთელაური