რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს. „თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ ამ ქვეყნის მონახულებას, გამოიჩინონ ყურადღება და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.