რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან.
ადგილზე არც სამართალდამცავები არიან.
გუშინ, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.