რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების პირობები დაასახელა.
რუსული მედიის ცნობით, ამის საფუძველი იქნება, თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ იარსებებს.
„საქართველოში სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს და გაქრეს საფრთხეები ჩვენი მოქალაქეებისთის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი პუტინმა დღეს მოაწერა ბრძანებას ხელი, რომლის მიხედვით, ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან დროებით იკრძალება.