რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.