საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შესაძლოა, ინტერნეტით თვალი ადევნოთ - მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 80 მიმდინარე, 349 დაბლოკილი, 889 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში GPS ნავიგაციის ჩაყენებას გულისხმობს.

„მიკრო ავტობუსების gps ნავიგაციით აღჭურვა, რათა მომხმარებელს შეეძლოს “live” რეჟიმში ადევნოს თვალი თავის სასურველი ტრანსპორტის ადგილმდებარეობას. შესაბამისად ზუსტად განსაზღვროს, თუ რა დრო დაჭირდება მიკროავტობუსს მგზავრამდე მისასვლელად.

1. უამინდობაში მგზავრს არ მოუწევს ღია ცის ქვეშ დგომა და დაელოდება სახლში ან უახლოეს მისთვის კომფორტულ ადგილზე.

2. დროის ოპტიმიზაცია - ხანდახან ტრანსპორტის დაგვიანების გამო ადამიანები აგვიანებიენ სამსახურში და სხვა საქმეებზე. ამ მეთოდით მას უკვე შეეძლება განსაზღვროს, დაელოდოს თუ არა მიკროავტობუსს ან ნახოს ალტერნატიული ტრანსპორტი.

3. გაწვდით ფოტო სურათს სადაც ნაჩვენებია მიახლოებითი მოდელი, ნარინჯისფერი კუბიკები არის ტრანსპორტი და ლურჯი მრგვალი არის მგზავრი.

4. წარმოიდგინეთ, რომ მგზავრი მიდის A დან B წერტილში, მაგრამ არ იცის რომელი ტრანსპორტია მისთვის ხელსაყრელი. რომელი ნომერი მიკრო ავტობუსი აწყობს და ა.შ აპლიკაციის დამხარებით მას უნდა შეეძლოს განსაზღვრა, რომელი ტრანსპორტი აწყობს. მოძებნის ფუნქციის საშუალებით

P.S მოდელისთვის გადახედეთ Yandex taxi და taxify მოდელს - ტაქსების მაგივრად წარმოიდგინეთ ტრანსპორტი თავის მარშუტებით.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 20 აგვისტომდეა.

ლიკა ამირაშვილი