ჩინეთმა მსოფლიოში პირველი „ჭკვიანი“ სუპერტანკერი შექმნა

ჩინეთის გემთმშენებელმა კომპანიამ CSIC-მ მსოფლიოში პირველი ნავთობის სუპერტანკერი მიკროპროცესორული მართვით და 308 ათასი ტონის ტევადობით დამკვეთს უკვე ჩააბარა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ხომალდი „კეიჩჟენი“ საპორტო ქალაქ დალიანში შექმენს. მას გააჩნია უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ტანკერს საშუალებას აძლევს განახორციელოს ცურვა უპილოტო რეჟიმში. მან წარმატებით გაიარა ხანგრძლივი ტესტირება, მათ შორის ღია ზღვაში. ის ასევე აღჭურვილია ენერგოდამზოგველი მოწინავე და ხანგრძლივი ნაოსნობის პირობებშიც კი ხმელეთთან უწყვეტი კავშირის ტექნოლოგიებით.

აღნიშნული გემი მიეკუთვნება მეექვსე თაობის სატვირთო გადამზიდავებს და არის 97-ე სუპერტანკერი, რომელიც ააგო CSIC-ის შვილობილმა „დალიანის გემთმშენებელმა კომპანიამ“.

კოკა კვირკველია