გერმანიის ფედერალური საავტომობილო უწყება - KBA კომპანია Mercedes-Benz-ს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს 60 ათასამდე დიზელისძრავიანი ავტომობილი. ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს. საუბარია მოდელზე Mercedes-Benz GLK 220 CDI.
უწყების ინფორმაციით, კომპანიამ Daimler-მა ამ ქროსოვერებში გამოიყენა არალეგალური პროგრამული უზურნველყოფა, რომელმაც მას საშუალება მისცა დაეწია გამონაბოლქვის მონაცემი ხელოვნურად.
KBA აპირებს გააფართოვოს გამოძიება ემისიების ირგვლივ მანიპულაციებზე. იმის შესახებ, რომ უწყებამ ეჭვი მიიტანა Mercedes-Benz GLK 220 CDI -ში გამონაბოლქვით მანიპულაციებზე, ცნობილი ჯერ კიდევ აპრილში გახდა. კომპანიაში დაადასტურეს გაწვევა და აცხადებენ, რომ საკუთარ თავზე აიღებენ ხარვეზის გამოსწორებას.