Apple-მა ელემენტების აალების რისკის გამო MacBook Pro-ების ნაწილი გაიწვია

კომპანიამ Apple გამოაცხადა, რომ უკან იწვევს მისი წარმოების 15-დიუმიანი ნოუთბუქების MacBook Pro-ს ნაწილს, ელემენეტების გადახურების და შედეგად აალების რისკის გამო. საუბარია მეტწილად 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გაყიდულ ნოუთბუქებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

იმისათვის, რომ გაიგოთ, ეხება თუ არა გაწვევა თქვენს ნოუთბუქს, საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ლეპტოპის სერიული კოდი საიტზე განთავსებულ სპეციალურ ფორმაში. თუ მოდელი პოტენციურად საშიშია, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია შეწყვიტოს მისით სარგებლობა და მიმართოს ავტორიზებულ სერვის ცენტრებს ან მაღაზიებს ელემენტების უფასოდ შესაცვლელად.

Apple აფრთიხლებს მოხმარებლებს, რომ დიაგნოსტიკასა და ელემენტების შეცვლას შესაძლოა, 1-2 კვირა დასჭირდეს.

კოკა კვირკველია