„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს

„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.

„როსპოტრებნადზორმა“ გაამკაცრა ქართული ღვინის კონტროლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2018 წელს ჯამში საქართველოდან არ დაუშვეს 203 ათასი ლიტრი ღვინო, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი -1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი"; "კორპორაცია ქართული ღვინო", „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" და შპს" ბატონო ".

„როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განაცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.

ელზა წიკლაური