ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების საპასუხოდ 10-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავეს.
ისინი ამ რეკომენდაციებს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობენ.
რეკომენდაციები:
1. ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი;
2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება;
3. საგადასახადო შეღავათები სექტორს;
4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა;
5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება;
6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით ირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე;
7. booking com-თან შეღავათებსა და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება;
8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება;
9. google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება;
10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.