საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მაისში, 2019 წლის აპრილთან შედარებით, 6.7%- ით გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მათ შორის 4,1%-ით გაიზარდა 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 11.4%-ით.
რაც შეეხება სასტუმროს ფასების ინდექსის წლიურ შედარებას, 2019 წლის მაისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა.
„2019 წლის მაისში, 2018 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 3.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა“,- ნათქვამია კვლევაში.