აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს 13 აგვისტოს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 16 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.420%-ით, მაქსიმალური 7.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.431%-ით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.431% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

"ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 43 919 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 7.431%. მონაწილეობა მიიღო 12-მა კომერციულმა ბანკმა.