ბაზარზე ღია ვარდისფერი მარწყვი და ჟოლო გამოჩნდა

მსოფლიო ბაზარზე ღია ვარდისფერი მარწყვი და ჟოლო გამოჩნდა. როგორც East fruiT წერს, პროდუქტი ამერიკულმა კომპანიამ Driscoll's წარადგინა. ამასთან, პროდუქცია ბრენდის - Rosé Berries ქვეშ იყიდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის Driscoll's -ის რიგით მეორე ბრენდი, პირველი კი - Sweetest Batch იყო. აღნიშნული სახელით, მსოფლიოში ყველაზე ტკბილი მარწყვი იყიდება.

„Rosé Berries და Sweetest Batch ბრენდების დანერგვით ჩვენ გვინდა ახალი ჯიშების განვითარება. ჩვენ არ მივდივართ არანაირ კომპრომისზე, სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე“,- განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა რიკ ჰარისონმა.

სელექციონერების აზრით, პროდუქტი გამოირჩევა არა მხოლოდ სასიამოვნო ფერით, გემოთი და ტექსტურით, არამედ, სრულიად ახალი არომატით.

ნინი ქეთელაური