ეროვნული ბანკი სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებზე ინფორმაციას ავრცელებს

მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერაქტიულ პრესრელიზებს აქვეყნებს სესხებისა და დეპოზიტების ყოველთვიური მონაცემების შესახებ.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრესრელიზებში დეტალურადაა აღწერილი რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებისა და მოზიდული არასაბანკო დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები.

„ამიერიდან, სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქტიული პრესრელიზები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში ბმულებზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=730&lng=geo; https://www.nbg.gov.ge/index.php?m=729&lng=geo, - ნათქვამია ინფორმაციაში.