400-ზე მეტმა პილოტმა Boeing-ს დეფექტის დამალვისთვის უჩივლა

400-ზე მეტმა პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება უჩივლოს კომპანია Boeing-ს მის მიერ წარმოებულ Boeing 737 MAX-ში აღმოჩენილი ხარვეზის დამალვის გამო, რომლებმაც ორი ავიაკატასტროფა გამოიწვია. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

პილოტების საჩივარში მიუთითებენ, რომ მათ სერიოზული ფინანსური ზარალი მიიღეს ხელფასის სახით.

როგორც ირკვევა, სარჩელის განხილვა ჩიკაგოში 21 ოქტომბერს დაიწყება.

19 ივნისს ტელეკომპანია CNBC იუწყებოდა, რომ Southwest Airlines-ის პილოტები Boeing-ისგან მოითხოვდნენ კომპენსაციას გადაუხდელი ხელფასისთვის, რომელიც გამოწივია Boeing 737 MAX-ის ფრენების შეჩერებამ. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, თავად Southwest Airlines კარგავს ყოველთვიურად 8,5 მილიონ დოლარს ამ ლაინერების გაჩერების გამო.

შეგახსენებთ, Boeing 737 თვთმფრინავების ექსპლუატაცია შეჩერებულია ორი ავიაკატასტროფის შედეგად. მიმდინარე წლის 10 მარტს Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737 MAX 8-მ განიცადა ავიაკატასტროფა, რა დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბერს ანალოგიური მოდელის ავიალაინერმა, რომელიც ინდონეზიურ კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა, ასევე კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 189 ადამიანი. ამის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული სერიის თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე უარი განაცხადა.

კოკა კვირკველია