საპატრიარქო - ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს სთხოვს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

როგორც საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი მოქალაქე, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს.

„ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“,- აღნიშნულია განცხადებაში.