ნავთობი ფასმა კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაზარზე მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობა გაიზარდა. იმავდროულად, საუდის არაბეთი კვლავაც პირობას იძლევა, რომ თუ ირანის სანქციების გამო, მიწოდების შეფერხების საშიშროება წარმოიქმნა, ის დანაკლისს საკუთარი რეზერვებიდან შეავსებს.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 42 ცენტით, 64.44 დოლარამდე შემცირდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი 32 ცენტით, 57.58 დოლარამდე დაიკლო.
ახლახანს აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ჩინეთთან მოლაპარაკების ნებისმიერ შედეგის შემთხვევაში, „თავს კომფორტულად იგრძნობს“. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ G20 სამმიტის დროს, პრეზიდენტ სი ძინპენთან შეხვედრისას, ტრამპი დათმობას არ აპირებს, რასაც სავაჭრო ომის შემდგომი ესკალაცია მოჰყვება. ეს გააუარესებს გლობალური ეკონომიკის პერსპექტივას და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნა დაიკლებს.
იმავდროულად, „საუდი არამკოს“ მთავარმა აღმასრულებელმა განაცხადა, რომ ქვეყნის შესაძლებლობბი საკმრისია იმისათვის, რომ ბაზარზე დღეში 12 მილიონი ბარელის მიწოდება უზრუნველყოს.
ირანთან დაკავშირებული გართულებების მიუხედავად, ნავთობის ბაზარზე ამ ეტაპზე, მოთხოვნის შემცირება მთავარი ფაქტორია. თუმცა მისი გადაფარვა მცირე ხნით მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა აშშ-ის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო. არაოფიცალური ინფორმაციით, ტრამპი საპასუხო დარტყმას გეგმავდა, თუმცა ამისგან თავის შეკავება ამჯობინა.
ვაშინგტონი ჯერჯერობით იმით შემოიფარგლა, რომ ირანის ლიდერ აიათოლა ხამენეიზე და ქვეყნის წამყვან ოფიციალურ პირებზე, სანქციები შემოიღო. ამის პასუხად, ირანმა გამოაცხადა, რომ ამით დიპლომატიური არხი დაიხურა.
რაც შეეხება OPEC-ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია), ის და მისი მოკავშირე ექსპორტიორი ქვეყნები, შეხვედრას 1-2 ივლისს გამართავენ და მოსალოდნელია, რომ ნავთობის მიწოდების შეკვეცაზე შეთანხმებას გააგრძელებენ.